თბილისი, 15 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოიწონა შეთანხმება ე. წ. სამხრეთ ოსეთთან ამ ტერიტორიის შეაიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის შეაიაღებული ძალების შემადგენლობის შესვლაზე, ასევე დოკუმენტზე ხელმოწერის დავალდება გასცა.
"ეგრეთ წოდებული შეთანხმებები რუსეთის ფედერაციასა და დე-ფაქტო ხელისუფლებებთან, არის არალეგიტიმური, რომლის აღიარება არ ხდება არათუ ჩვენი მხრიდან, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", — განაცხადა ჯანელიძემ.
მისი თქმით, რუსეთმა ყველა წინაპირობა უნდა შექმნას იმისთვის, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება შესაძლებელი გახდეს.
მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების საპასუხოდ, საქართველომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ამჟამად დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.