გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის შვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

© Pixabay / WilliamChoმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ირწმუნება, რიმ მისი შვილი უკანონოდ დააკავეს და ის ამჟამად „მძევალია“.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაზეთქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის, გახმაურებულ საქმეებზე სკანდალური განცხადებებით ცნობილი ელისო კილაძის ვაჟს, დავით ხარშილაძეს, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

ხარშილაძე კვირის დასაწყისში დააკავეს. შვილის დაკავებას კილაძე მის პროფესიულ საქმიანობასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილესთან იოსებ გოგაშვილთან დაპირისპირებას უკავშირებს.  

ელისო კილაძე - Sputnik საქართველო
სკანდალურად ცნობილი ელისო კილაძის ვაჟი ნარკოტიკების გამო დააკავეს

„წინასწარი ორთვიანი პატიმრობა, როგორც მოსალოდნელი იყო. ჩემი შვილი ბიძინა ივანიშვილის მძევალია. დღეიდან ყოველი ჩემი დღე — ამ ხელისუფლების დემონტაჟის გზაზე დადებული კიდევ ერთი ქვა იქნება“, — წერს კილაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.„ჩემი შვილი უკანონო პატიმარია“, — აღნიშნა მან.

ოთხშაბათს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შს სამინისტროს პოლიციელების მიმართ დისციპლინარული საქმისწარმოების დაწყების წინადადებით მიმართავს.

პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ცინიკური, კონფლიქტის მაპროვოცირებელი, ბილწი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტს 2017 წლის 13 მარტს თავად შეესწრო სახალხო დამცველის რწმუნებული, რომელიც დაკავებული ..- მოსანახულებლად იმყოფებოდა პოლიციაში, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში", — ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულის ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ მანამდე პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შესახებ განაცხადა.

ელისო კილაძე მოქმედი ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა. ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა როგორც საპატრიარქოს სკანდალთან, ისე ტელეკომპანიარუსთავი 2“-თან დაკავშირებით. მისი გაზეთის ფურცლებზე ხმაურიან სისხლის სამართლის საქმეებზე პერიოდულად იბეჭდება სკანდალური სტატიები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომელთა დასახელებაზეც კილაძე უარს აცხადებს.


ყველა ახალი ამბავი
0