აპატურაიმ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ ალიანსი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ნატო არ აღიარებს 12 მარტს ჩატარებულ არჩევნებს აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტში, ნათქვამია სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაში, რომელიც ალიანსის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

აფხაზეთის დე-ფაქტო ერთპალატიან პარლამენტში 35 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში 135 კანდიდატი იბრძოდა. კენჭისყრის შედეგად 22 ოლქში მეორე ტური გაიმართება.

გამშვები პუნქტი მდინარე ენგურის ხიდთან - Sputnik საქართველო
ნატო სოხუმს მოუწოდებს არ დაკეტოს „საზღვარზე“ არსებული გამშვები პუნქტები

„ნატო არ აღიარებს არჩევნებს, რომელიც 12 მარტს აფხაზეთის რეგიონში გაიმართა. ეს „არჩევნები" საქართველოში ვითარების მოგვარებას ხელს არ უწყობს. ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად", — განაცხადა აპატურაიმ.

ალიანსი კვლავ აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, — აღნიშნა მან.

მანამდე არჩევნებს აფხაზეთში არალეგიტიმური უწოდეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ყველა ახალი ამბავი
0