თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ნატო მოუწოდებს აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებას არ დახუროს საქართველოსთან „ადმინისტრაციულ საზღვარზე“ მდებარე გამშვები პუნქტები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ალიანსის ოფიციალური წარმომადგენელზე ოანა ლუნგესკუზე დაყედნობით.
დეკემბრის ბოლოს აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებამ გამშვები პუნქტების „ნაბაკევისა“ და „ოტობაიას“ დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცხადდა, რომ გააგრძელებს ფუნქციონირებას სოფელ პაპინირხუაში (საბერიოში — რედ. შენიშვნა) მდებარე გამშვები პუნქტი და ასევე გამშვები პუნქტი, რომელიც მხოლოდ ენგურ ჰესის მომსახურებისთვის გამოიყენება.
გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ლუნგესკუმ აღშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ „ამ გამშვები პუნქტების დახურვა ადგილზე არსებულ ვითარებასა და რეგიონის სტაბილურობაზე უარყოფითად აისახება, გადაადგილების თავისუფლებას შეზღუდავს და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე იმოქმედებს“.
„ჩვენ მოვუწოდებთ გადახედონ (გადაწყვეტილება) სავარაუდო დახურვის შესახებ, რათა მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყოფილი იყოს“, — განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და შეახსენა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და რუსეთს მოუწოდებს გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.