თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახიფათო სამეზობლო ჰყავს, აშშ მზად არის დაეხმაროს ქვეყანას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ.
,,საქართველოს სახიფათო სამეზობლო ჰყავს, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის საზღვრის მიღმა თანამშრომლობას. კიდევ უფრო ბევრი რამ კეთდება საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაგალითად ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით, ჩამოყალიბებულია თანამშრომლობა. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში’’, — განუცხადა ჟურნალისტებს იან კელიმ.
ეს კომენტარი ამერიკის ელჩმა სამშაბათს, საქართველოში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირის დაკავების შემდეგ გააკეთა.
დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" მსოფლიოსთვის ერთ–ერთი უმთავრესი საფრთხეა. 3 წლის განმავლობაში ტერორისტებმა ხელში ჩაიგდეს ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამას გარდა, ისინი ცდილობენ განავრცონ საკუთარი გავლენა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებშიც, კერძოდ, ლიბიაში. სხვადასხვა შეფასებებით, ისლამური სახელმიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 90 ათას კვადრატულ კილომეტრამდეა. ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 50–დან 200 ათას ბოევიკამდე მერყეობს.
საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, სირიაში საომარ მოქმედებებში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 50 მდე ქართველი იღებს მონაწილეობას ისლამური სახელმწიფოს მხრიდან.