მინისტრი: საქართველოს ხელისუფლება ტერორიზმის რისკების შემცირებაზე მუშაობს

© facebook.com/mohgovgeჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზის 13 ნოემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის დავალებით, ყველა სახელმწიფო სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე სავიზო კონტროლი გამკაცრდა.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა და სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ ტერორიზმთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, — განაცხადა ხუთშაბათს, 26 ნოემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ზოგიერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ ორშაბათს, 23 ნოემბერს გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით „ისლამური სახელმწიფო საქართველოს ემუქრება“. ვიდეოჩანაწერში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს, მათგან ერთი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებსა და ქრისტიანებს ქართულ ენაზე უთვლის მუქარას. 

„მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ვიყენებთ იმ რეკომენდაციებს და პროტოკოლებს, რაც აუცილებელია, ასეთ შემთხვევაში იყოს გამოყენებული. საქართველოში შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მინიმუმამდე შემცირდეს რისკები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარიზის 13 ნოემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით ყველა სახელმწიფო სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე სავიზო კონტროლი გამკაცრდა.

შს მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა გაძლიერდა და მობილიზებულია დამატებითი ძალები. 


ყველა ახალი ამბავი
0