სოფელ ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას მამა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარები მანქანა
სასწრაფო დახმარები მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის შედეგად 35 წლის მამაკაცი და 10 წლის გოგონა გარდაიცვალა.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამშაბათს ხაშური-ბორჯომის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ქვიშხეთთან, იუწყება ტელეკომპანია „ბორჯომი“.

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში: ავტომობილი ხიდიდან გადავარდა, დაიღუპა მძღოლი

რუსთავიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა მამა–შვილი, 35 წლის მამაკაცი და 10 წლის გოგონა.

მანქანაში ასევე იმყოფებოდა შუახნის ქალი, რომელიც ხაშურის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0