ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში: ავტომობილი ხიდიდან გადავარდა, დაიღუპა მძღოლი

© Sputnik / Levan Avlabreliპატრულის ეკიპაჟი
პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის გარეუბანში ავტომობილი ხიდიდან გზის სავალ ნაწილზე გადავარდა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ინციდენტი ორშაბათს აღმაშენებლის ხეივანზე მოხდა.

„ავტომობილი ხიდიდან გზის სავალ ნაწილზე გადავარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, სხვა დაშავებულები არ არიან. მიმდინარეობს გამოძიება“, — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“.

ყველა ახალი ამბავი
0