სახალხო დამცველის წარმომადგენელი: ბათუმში არეულობისთვის 75 ადამიანი დააკავეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ბათუმში არეულობის მოწყობისთვის დაკავებულთა ნაწილს შეხვდნენ.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ბათუმში არეულობის მოწყობისთვის 75 ადამიანი დააკავეს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ციალა ქათამაძემ.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელსაც მოსახლეობა გამოესარჩლა, ამას ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა, რაც საბოლოოდ არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქციისა და არეულობის აღკვეთა სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

„აქციის დღეს სულ 75 ადამიანი დააკავეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს 30-მდე ადამიანი, დანარჩენებს ამ დღეებში შევხვდებით. რამდენიმე ადამიანი პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების შესახებ საუბრობს. ჩვენი მიზანია დავადგინოთ, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას“, — აღნიშნა ქათამაძემ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
არეულობა ბათუმში: ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 150000 ლარი შეადგინა

უფრო ადრე მან განაცხადა, რომ აუცილებელია დადგინდეს, ეს იყო სპონტანური თუ დაგეგმილი აქცია და ვინ მონაწილეობდა მის ორგანიზებაში.

ოფიციალური მონაცემებით, არეულობის შემდეგ 40 ადამიანი დააკავეს, აქედან 33 ხელწერით გაათავისუფლეს. დანარჩენი შვიდი დაკავებულის სასამართლო სამშაბათს გაიმართება.

მასობრივი არეულობის შედეგად ბათუმის ინფრასტრუქტურას 150 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

ხელისუფლებამ არეულობის ორგანიზებაში ოპოზიციური ძალები დაადანაშაულა.

© FB/ ბათუმის მერიაარეულობის მომდევნო დილა ბათუმში
არეულობის მომდევნო დილა ბათუმში - Sputnik საქართველო
არეულობის მომდევნო დილა ბათუმში

ოპოზიციამ და სახალხო დამცველის აპარატმა ხელისუფლებას დაგვიანებულ რეაგირებასა და კრიზისული სიტუაციების სწორად და დროულად მართვის უუნარობაში დასდეს ბრალი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ შსს-მ არეულობის დროს პროპორციული ძალა გამოიყენა.

ყველა ახალი ამბავი
0