ქართულმა მულტფილმმა „ჯიბის კაცი“ პირველი პრიზები მიიღო

© courtesy of Ana Chubinidzeანიმაცია "ჯიბის კაცი"
ანიმაცია ჯიბის კაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანიმაციურმა ფილმმა „ჯიბის კაცი“ ორი ჯილდო მოიპოვა — საბავშვო ჟიურის სპეციალური ჯილდო „მშვენივრად ილუსტრირებული უბრალო და გულისამაჩუყებელი ისტორიისთვის“ და პროფესიული ჟიურის პრიზი „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი“.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ანა ჩუბინიძის ქართულ–ფრანგულმა ანიმაციურმა ფილმმა „ჯიბის კაცი“ პირველი ჯილდოები მოიპოვა — მონრეალში საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მულტფილმმა ორი პრიზი მოიპოვა.

ХХ საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 4–12 მარტს ჩატარდა. „ჯიბის კაცი“ ორი ჯილდოს მფლობელი გახდა — „მშვენივრად ილუსტრირებული უბრალო და გულისამაჩუყებელი ისტორიისთვის“ და პროფესიული ჟიურის პრიზის „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი“. საუკეთესოს წოდება ფილმმა მიიღო შემდეგი ფორმულირებით — „არაჩვეულებრივი მეგობრობისთვის, მდიდარი ფანტაზიისათვის და საყვარელი იუმორისათვის“, იუწყებიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში.„ჯიბის კაცი“ — პატარა კაცის, ედგარის ისტორიაა, რომელიც ძველ ჩემოდანში ცხოვრობს და ერთხელ უსინათლო გამვლელს გაიცნობს. მალე ედგარი მისი მეგობარი და გამყოლი ხდება. ამ ნაცნობობით ის თავისთვის აქამდე უცნობ რეალურ სამყაროს აღმოაჩენს.

მულტფილმში დიალოგები არ არის — გმირები ერთმანეთს მუსიკის, ხმაურის და სხვადასხვა სტიქიის ბგერებით ეხმიანებიან.

ჯინო - Sputnik საქართველო
პირველი ქართული 3D მულტფილმის პრემიერა საფრანგეთში გაიმართება

შვიდწუთიან ფილმზე „ჯიბის კაცი“ 27 წლის ქართველი ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე ფრანგ კოლეგასთან მხატვარ მარიონ შარიესთან ერთად მუშაობდა. მულტფილმი ქართული კინოსტუდიის „კვალი ХХI “ ბაზაზე ფრანგულ კომპანია Folimage–ის თანამშრომლობით არის გადაღებული.

„ჯიბის კაცის“ პრემიერა 2017 წლის 25 თებერვალს აშშ–ში ნიუ–იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

პირველად პროექტით „ჯიბის კაცი“ ანა ჩუბინიძე საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზე ნიქოზში 2015 წელს გამოჩნდა. ჩუბინიძის იდეა უცხოელ ანიმატორებს მოეწონა და ის საფრანგეთში მიიწვიეს, ანიმაციური კინოს ანსის საერთაშორისო ფესტივალზე. იქ კი ქართველი ილუსტრატორის პროექტით ფრანგული ანიმაციური კომპანია Folimage–ი დაინტერესდა.


ყველა ახალი ამბავი
0