Jamiroquai საქართველოში 2017 წლის ზაფხულში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Алексей Пеньков / გადასვლა მედიაბანკშიJamiroquai
Jamiroquai - Sputnik საქართველო
გამოწერა
Black Sea Jazz Festival-ზე ჯგუფი Jamiroquai მსმენელის წინაშე 28 ივლისს წარდგება.

თბილისი, 14 მარტი– Sputnik. Black Sea Jazz Festival-ზე, რომელიც ბათუმში 27-30 ივლისის პერიოდში გაიმართება, მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Jamiroquai გამოვა, იუწყებიან ორგანიზატორები.

Jamiroquai — 90-იანი წლების ბრიტანული ჯაზ-ფანკისა და ეისიდ-ჯაზის ერთ-ერთი კაშკაშა წარმომადგენელია. თავისი კარიერის მანძილზე ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ვოკალისტი და სიმღერების ავტორი ჯეი ქეი უდგას, რვა ალბომი გამოუშვა. გარდა ამისა მიღებული აქვს უამრავი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის, „გრემი“ და MTV-ს ოთხი ჯილდო.

Jamiroquai საქართველოში პირველად არ ატარებს კონცერტს. 2006 წელს ჯგუფმა თბილისში ქართველი მსმენელისთვის დაუკრა. ამჯერად Jamiroquai-ს კონცერტი ბათუმში 28 ივლისს გაიმართება. მუსიკოსები საქართველოში ახალ ალბომს Automaton-ს წარმოადგენენ.

Aerosmith - Sputnik საქართველო
საქართველოში Aerosmith-ის კონცერტზე ტურისტები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ

Black Sea Jazz Festival-ის სცენაზე, Jamiroquai-ს გარდა, მსმენელის წინაშე გამოვლენ ამერიკული ჰიპ-ჰოპ ტრიო De La Soul (29 ივლისი) და ბრიტანელი მომღერალი Joss Stone (30 ივლისი).

ფესტივალის მონაწილეები ასევე იქნებიან CORY HENRY and THE FUNK APOSTLES და ჯგუფი M.F. ROBOT.

Black Sea Jazz Festival-ი სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება. მისი ორგანიზატორები არიან „თიბისი ბანკი“ და კომპანია Eastern Promotions.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 მარტიდან დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0