სენატორი მოროზოვი: ტერეზა მეი ამომრჩევლებს „ბოროტი რუსებით“ აშინებს

© photo: Sputnik / ვლადიმირ ფედორენკო / გადასვლა მედიაბანკშირუსი სენატორი ოლეგ მოროზოვი
რუსი სენატორი ოლეგ მოროზოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სენატორი დარწმუნებულია, რომ ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მინისტრის დანიშვნა — ეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომის შემადგენელი ელემენტია.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ბრიტანეთში ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მინისტრის დანიშვნა — ეს საინფორმაციო ბრძოლის გაგრძელება და წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისია; ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ამომრჩევლებს „ბოროტი რუსებით“ აშინებს, დარწმუნებულია რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი ოლეგ მოროზოვი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მინისტრი იმის შიშით დანიშნა, რომ რუსეთი, შესაძლოა, ბრიტანეთის არჩევნებში ჩაერიოს, წერს გაზეთი Times.

თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
თეთრმა სახლმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევების მტკიცებულებები იპოვა

გამოცემის ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე ბენ ჰამერი დაინიშნა და მის მოვალეობაში „დიდი ბრიტანეთის დემოკრატიული ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა“ შედის.

ქვეყანას აშფოთებს საფრთხე, რომ „რუსეთის ჰაკერულ შეტევებს, ცრუ ინფორმაციებსა და ფულს შეუძლია დემოკრატიის დესტაბილიზაცია მოახდინოს“, წერს Times.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „მომავალი არჩევნების ხელშეუხებლობა“ დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი ხდება.

უახლოესი საპარლამენტო არჩევნები ბრიტანეთში 2020 წელსაა მოსალოდნელი.

„აშკარაა, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ელემენტია. ახლა დასავლეთში შიდაპოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი „ბოროტი რუსებით“ დაშინებაა. ვინც მეტად დააშინებს ამომრჩეველს, ის გაიმარჯვებს არჩევნებში. როგორც ჩანს, ტერეზა მეიმ უკვე დაიწყო ამომრჩევლის დაშინება“, — განაცხადა მოროზოვმა РИА Новости-სთან საუბრისას.

ამას გარდა, სენატორი დარწმუნებულია, რომ ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მინისტრის დანიშვნა — ეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომის შემადგენელი ელემენტია.

„ეს იგივეა, რაც საინფორმაციო ომი. ნახეთ, რისი თქმა სურთ: ჩვენ ისე გვეშინია, ისე სერიოზულად ვიცავთ თავს, რომ ამ პოსტზე სერიოზული კაციც კი დავნიშნეთო“, — აცხადებს სენატორი ოლეგ მოროზოვი.

ყველა ახალი ამბავი
0