თეთრმა სახლმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევების მტკიცებულებები იპოვა

© photo: Sputnik / Natalya Silverstova / გადასვლა მედიაბანკშითეთრი სახლი
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეთრ სახლს საპრეზიდენტო არჩევნებზე გაყალბების დიდი რაოდენობით მტკიცებულებები გააჩნია, განაცხადა დონალდ ტრამპის მრჩეველმა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე, ორ შტატში დარეგისტრირებული და უკვე გარდაცვლილი მოქალაქეები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველზე სტივენ მილერზე დაყრდნობით.

ტრამპმა უფრო ადრე განაცხადა, რომ 8 ნოემბრის არჩევნების დროს დაფიქსირებული გაყალბების ფაქტების გამოძიების მოთხოვნას აპირებს. სახელმწიფოს მეთაური ირწმუნება, რომ კენჭისყრაში მონაწილეთა შორის არალეგალი მიგრანტები და ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებიც საკუთარ თავს სხვა ადამიანად ასაღებდნენ.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპს თავისმა პრეს-მდივანმა იმედები გაუცრუა

„მილიონობით ადამიანია, რომლებიც რეგისტრირებული არიან ორ შტატში, ან გარდაცვლილია, მაგრამ რეგისტრირებულია კენჭისყრისთვის. სამეცნიერო კვლევებით, არის მოქალაქეობის არმქონე მინიმუმ 14%, რომლებიც დარეგისტრირდნენ არჩევნებზე. ეს გამაოგნებელი სტატისტიკაა“, — განაცხადა მილერმა ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში.

პროგრამის წამყვანმა მილერს გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებების მოყვანა სთხოვა.

„თეთრმა სახლმა გაყალბების მრავალრიცხოვანი მტკიცებულება უკვე მოიყვანა“, — უპასუხა მილერმა.

წამყვანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მილერი მხოლოდ იმეორებს ტრამპის განცხადებას, მაგრამ მტკიცებულებები არ მოჰყავს. „უბრალოდ, ოქმისთვის, თქვენ არ წარმოგიდგენიათ არანაირი მტკიცებულება, რომ პრეზიდენტი ნიუ-ჰემფშირში გაყალბების მსხვერპლი გახდა“, — განაცხადა მან.

არჩევნების მსვლელობისას ნიუ-ჰემფშირის შტატში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, მაგრამ ამას ტრამპის პრეზიდენტად არჩევაზე არ უმოქმედია. ამის შემდეგ ტრამპმა სამ შტატში „სერიოზული დარღვევების“ შესახებ განაცხადა. ამ შტატებში — ვირჯინიის, ნიუ-ჰემფშირისა და კალიფორნიის — მისმა მოწინააღმდეგემ მოიგო.

ყველა ახალი ამბავი
0