საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთის გუნდის წინააღმდეგ გამართულ დაძაბულ მატჩში გაიმარჯვა ანგარიშით 28:14. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა.
საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპის ერთა თასის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში რუსეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 28:14.
გუნდებს შორის შეხვედრამ ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. მატჩზე დასასწრები თითქმის ყველა ბილეთი თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა და 55-ათასადგილიანი სტადიონი გულშემატკივრებმა მთლიანად გაავსეს. მინდორზე მიმდინარე მოვლენებს მაყურებელი ხმაურიანად ეგებებოდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი დასრულდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 14:0. მეორე ტაიმში რუსეთის ნაკრებმა ძალები მოიკრიბა, დაცვა გააძლიერა და წარმატებული შეტევების სერია განახორციელა. დაძაბული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა საბოლოო ანგარიშით 28:14.