ნოვოსიბირსკელი ტურისტები თბილისში გადაჯდომების გარეშე ჩამოფრინდებიან

© photo: Sputnik / Marina Lystsova / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანია სიბიის თვითმფრინავი
ავიაკომპანია სიბიის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულმა ავიაკომპანიამ ნოვოსიბირსკიდან თბილისში ფრენა გადაწყვიტა საქართველოს მზარდი ტურისტული მიმზიდველობის გამო.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისში S7 Airlines იფრენს ნოვოსიბირსკიდან  — ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს 2017 წლის 29 აპრილიდან შაბათობით შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ავიარეისები ეკონომ და ბიზნეს კლასის სალონებით აღჭურვილი Airbus A320 ტიპის ავიალაინერებით განხორციელდება.

„ტურისტული დარგის ექსპერტებმა საქართველოს 2016 წლის ერთ–ერთი დინამიურად მზარდი ტურისტული მიმართულება უწოდეს. მოგზაურებს საქართველო უყვართ სტუმართმოყვარეობისა და მარშრუტების მრავალფეროვნების გამო — ქალაქებით დაწყებული მთიანეთით დამთავრებული, შესანიშნავი სამზარეულოს და მისაღები ფასების გამო“, — აცხადებს S7 Group–ის კომერციული დირექტორი იგორ ვერეტენიკოვი.

S7 Airlines ყოველდღიურ რეისს მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ახორციელებს, ახალა კი საქართველოში ნოვოსიბირსკიდან პირდაპირი რეისებით იქნება შესაძლებელი, ასევე აეროპორტ „ტოლმაჩიოვოში“ მოხერხებული გადაჯდომით დასავლეთ და აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქებიდან, აღნიშნა ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა.

თვითმფრინავი Gulf Air - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ბაჰრეინს პირდაპირი ავიამიმოსვლა დააკავშირებს

„წელს ნოვოსიბირსკის აეროპორტიდან მნიშვნელოვნად ვზრდით ფრენების ასორტიმენტს, რაც პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს რუსეთის რეგიონების მცხოვრებთათვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის“, — განაცხადა ვერეტენიკოვმა.

ავიაკომპანიის მონაცემებით, ნოვოსიბირსკიდან რეისი 8:50 საათზე განხორციელდება, ხოლო თბილისში თვითმფრინავი 10:45 საათზე დაეშვება. უკანა რეისი თბილისის აეროპორტიდან 11:45 საათზე გამოფრინდება და ნოვოსიბირსკში 19:25 საათზე დაეშვება.

S7 Airlines (ავიაკომპანია „Сибирь“–ის ბრენდი) გლობალური საავიაციო ალიანსის Oneworld–ის მონაწილეა. ავიაგადაზიდვების რუსულ ბაზარზე ავიაკომპანიას საჰაერო ხომალდების ყველაზე თანამედროვე და „ახალგაზრდა“ პარკი აქვს. ავიაკომპანიის ყველა რეისი წამყვანი მსოფლიო მწარმოებლების Airbus–ის და Boeing–ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ხორციელდება.


ყველა ახალი ამბავი
0