BP-ს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ახალი რეგიონული პრეზიდენტი ჰყავს

© photo: Giorgi Kvirikashvili / FBგაზსადენის მშენებლობა
გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია BP კასპიის შელფზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებისა და ნახშირწყალბადების საქართველოსა და თურქეთის გავლით მსოფლიო ბაზარზე ტრანსპორტირების ოპერატორია.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ბრიტანული კომპანია BP-ს (British Petroleum) აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ახალი რეგიონული პრეზიდენტი გერი ჯონსი (Gary Jones) გახდა, რომელიც აქამდე კომპანიაში ჭაბურღილების ბურღვისა და ამოტუმბვის გლობალური ხელმძღვანელი იყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости BP-ს განცხადებაზე დაყრდნობით.

გერი ჯონსი ამ თანამდებობაზე გორდონ ბირელს შეცვლის, რომელიც რეგიონული პრეზიდენტი 2012 წლის ნოემბრიდან იყო. ბირელი კომპანიის სათავო ოფისში, ლონდონში გადაინაცვლებს და მოპოვების, ტრანსფორმაციისა და ნახშირწყალბადების საკითხებში ოპერაციული დირექტორის თანამდებობას ჩაიბარებს.

დაკავება - Sputnik საქართველო
ნავთობის მოპარვა ბაქო-სუფსის მილსადენიდან: დაკავებულია ხუთი ადამიანი

„ჯონსი თავისი მოვალეობების შესრულებას ორი აპრილიდან შეუდგება და ბაქოს ოფისში იმუშავებს“, — აღნიშნულია BP-ს განცხადებაში.

BP-ში გერი ჯონსი 1981 წლიდან მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში მონაწილეობდა ღრმაწყლოვან ოპერაციებში მექსიკის სრუტეში, მუშაობდა ჩრდილოეთის ზღვაში, ჩინეთში, ნიდერლანდებსა და აფრიკაში, აღნიშნავენ კომპანიაში.

კომპანია BP კასპიის ზღვის აზერბაიჯანის შელფზე ნახშირწყალბადების მოპოვების პროექტის ოპერატორია, ასევე „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ნავთობისა და ბუნებრივი აირის ნავთობსადენ ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენით ტრანსპორტირების ოპერატორიც.

BP-ს ინვესტიციები საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.

ყველა ახალი ამბავი
0