ნავთობის მოპარვა ბაქო-სუფსის მილსადენიდან: დაკავებულია ხუთი ადამიანი

© Следственная служба Минфина Грузииდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქო-სუფსის ნავთობსადენიდან „შავი ოქროს“ მოპარვაში ბრალდებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ გორის რაიონის სოფერ რეხაში ბაქო-სუფსის ნავთობსადენიდან ნავთობის მოპარვის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მოპარული ნავთობი ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.

თბილისი - Sputnik საქართველო
1 იანვრიდან თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებზე და ავტომობილებზე აქციზი გაიზარდა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნავთობს სისტემატურად იპარავდნენ და შემდეგ ჰყიდდნენ მას.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის მუხლით „ქურდობა ჩადენილი მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მიმართ“, რაც ექვსიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.

მიმდინარე წელს ეს ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობის მოპარვის პირველი შემთხვევაა. 2016 წელს ორი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე – მარტში.

2016 წლის მაისში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს გაბალაში მიაღწიეს ზეპირ შეთანხმებას ნავთობსადენის უსაფრთხოების ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ექსპლუატაცია 1999 წელს დაიწყო. მას ნავთობი აზერბაიჯანიდან საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე ტერმინალში გადმოაქვს. ნავთობსადენის სიგრძეა 830 კმ, ხოლო მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 7 მლნ ტონა ნავთობია (დღეში 140 ათასი ბარელი).

ყველა ახალი ამბავი
0