სპეცდანიშნულების რაზმმა ტერიტორია მომიტინგეებისგან გაათავისუფლა

გამოწერა
აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა, რომელიც აქციის მიმდებარე ტერიტორიას იკავებს.

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს წინ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მიუძღვის, რომელიც გზას ათავისუფლებს. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
არეულობა და ქაოსი ბათუმში

სპეცრაზმმა ტერიტორია მომიტიგეებისგან თითქმის გაათავისუფლა და აღნიშნულ პერიმეტრზე განთავსდა. აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. 

ბათუმში შაბათს, საღამოს, არეულობა დაიწყო — რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი 7 საათის განმავლობაში ქალაქის მთავარ ქუჩებს ანადგურებს.

11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.  

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
ბათუმში დაკავებული ექვსივე პირი გათავისუფლებულია

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც პოლიციის მთავარი სამმართველო მდებარეობს — პოლიციის მანქანები დაწვეს. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, თუმცა მომიტინგეების დაშლა პირველ ეტაპზე ვერ მოახერხა.

ქალაქის ცენტრში სროლისა და აფეთქების ხმა ისმის. პოლიციის თანამშრომლები მთავარი სამმართველოს შენობას იცავენ.

ქალაქის საავადმყოფოებში 20-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 11- პოლიციელია.

 

 

 


 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0