საქართველოს პრემიერი ბათუმში გაფრინდა

© Sputnik / Seyran Baroyanპოლიციის თანამშრომლები ბათუმში წესრიგის დამყარებისას
პოლიციის თანამშრომლები ბათუმში წესრიგის დამყარებისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა გადაწყვიტა, პირადად გაეცნოს მასობრივი არეულობების შემდეგ ბათუმში არსებულ ვითარებას.

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში გაემგზავრა, სადაც წუხელ ღამით მასობრივი არეულობები მოეწყო, იუწყება მთავრობის მეთაურის ადმინისტრაცია. 

ვითარება ბათუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 11 მარტს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, ამას მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.  

პოლიციის თანამშრომლებს ბათუმში არეულობაში მონაწილე ერთ–ერთი დაკავებული პირი მიჰყავთ - Sputnik საქართველო
აჭარის მეთაური ბათუმში მომხდარ არეულობებში პოლიტიკურ ელფერს ხედავს

რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი 7 საათის განმავლობაში ქალაქის მთავარ ქუჩებს ანადგურებდა. სპეცრაზმმა ტერიტორია მომიტიგეებისგან დღეს დილით გაათავისუფლა. 

„მთავრობის მეთაური ბათუმში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობა. პრემიერი ბათუმში 30–40 წუთში ჩაფრინდება“, – აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ბოლო მონაცემებით, არეულობის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია დაახლოებით 40 ადამიანი. 33 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან 15 – პოლიციელია. აქედან ბევრი უკვე გამოწერეს და ისინი მკურნალობას სახლში განაგრძობენ.

ბათუმში დაწყებულია ტერიტორიის გასუფთავების სამუშაოები. ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რომ ზარალის დათვლის შემდეგ ქალაქში ყველაფერს აღადგენენ. 

ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ექსპერტ–კრიმინალისტები.


ყველა ახალი ამბავი
0