გიორგი მღებრიშვილი:მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ხელს ვერ შეუშლის კანონის აღსრულებას

© FB/МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის დაშლის მიზნით, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

12 მარტი, თბილისი — Sputnik.  საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღბრიშვილმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და ეს ადამიანები აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარდგებიან. რაც ბათუმში ხდება ეს მიუღებელი და ამაზრზენია. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ხელს ვერ შეუშლის კანონის აღსრულებას და ყველა ის პირი, ვინც საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს, უმკაცრესად იქნება დასჯილი. უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორნი“, — განაცხადა მღებრიშვილმა. 

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
ბათუმში სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ საჭირო თუ გახდა, დამატებითი ძალებიც იქნება მობილიზებული და საკადრო გადაადგილებებიც განხორციელდება.

11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.

ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს. პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის დაშლის მიზნით, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის კლინიკებს 21-მა დაზარალებულმა მიმართა, მათ შორის 5 პოლიციელია.

დაზარალებულებს შორისაა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წევრი ირაკლი ჭეიშვილი, რომელსაც დაზიანება აქვს სახის არეში და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0