საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო კაპელანებს შეხვდა

© FB/საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო კაპელანებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო კაპელანებს შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 31 სამხედრო მოძღვარი მსახურობს. მათგან ერთი სამხედრო მოძღვარი როტაციის წესით ქართულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik.  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრებს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს ხუთი ექს-ჩინოვნიკი შეიწყალა

თავდაცვის მინისტრთან კაპელანების შეხვედრას შეიარაღებული ძალების მთავარი მოძღვარი მამა დავით ლონდარიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ.

თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე კაპელანებმა საკუთარი საქმიანობის დეტალებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო კაპელანების პრობლემები მოისმინა და მხარდაჭერა აღუთქვა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 31 სამხედრო მოძღვარი მსახურობს. მათგან ერთი სამხედრო მოძღვარი როტაციის წესით ქართულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. სამხედრო კაპელანების ძირითადი ფუნქცია პირადი შემადგენლობის მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნვაა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0