საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერლინს ეწვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთან, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ გენერალურ მდივან ახიმ პოსტთან და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერთან, კრისტიან კერნთან.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბერლინში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე. 

ფრანკ–ვალტერ–შტაინმაიერი - Sputnik საქართველო
გერმანიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

 ირაკლი კობახიძე  გერმანიაში პროგრესული ალიანსის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

ირაკლი კობახიძესთან ერთად, ყრილობას გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი მარტინ შულცი, ჩეხეთის პრემიერმინისტრი ბუჰუსლავ სობოტკა, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოშტა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზიგმარ გაბრიელი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაესწრებიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია  შეხვედრები შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, სტეფან ლოფენთან, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ გენერალურ მდივანთან, ახიმ პოსტთან და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერთან, კრისტიან კერნთან.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ბერლინში საქართველოს საელჩოს ეწვევა, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.


ყველა ახალი ამბავი
0