გერმანიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

© photo: courtesy of Giorgi Kvirikashviliფრანკ–ვალტერ–შტაინმაიერი
ფრანკ–ვალტერ–შტაინმაიერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი ქვეყნის მე–12 პრეზიდენტად აირჩიეს.

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. გერმანიის პრეზიდენტად საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სოციალ–დემოკრატი ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი აირჩიეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გერმანიის პრეზიდენტს ფედერალური სათათბირო ირჩევს, რომელიც შედგება ბუნდესტაგის 630 დეპუტატისა და 630 ფედერალური მიწების წარმომადგენლისგან. პირველ ტურში არჩევისთვის შტაინმაიერს 631 ხმა სჭირდებოდა. მის კანდიდატურას მხარი 931–მა ადამიანმა დაუჭირა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - Sputnik საქართველო
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თანამდებობიდან გადადგა

შტაინმაიერი პრეზიდენტის თანამდებობაზე თავიდანვე მთავარ კანდიდატურად განიხილებოდა. მოქმედმა პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა ახალი ვადით არჩევაზე უარი განაცხადა და ეს თავისი ასაკით ახსნა – ამჟამად ის 77 წლისაა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2013 წლიდან ეკავა, რომელიც იანვარში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი (გერმ. Frank-Walter Steinmeier) დაიბადა 1956 წლის 5 იანვარს, დეტმოლდში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია). იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2005-2009 და 2013-2017 წლებში, ვიცე-კანცლერი 2007-2009 წლებში.

ყველა ახალი ამბავი
0