საქართველოს საპატრიარქოს ტელეარხის დირექტორის რეგისტრაცია შეჩერებულია

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დოკუმენტაციაში უზუსტობის გამო საქართველოს საპატრიარქოს ტელეარხ „ერთსულოვნების“ დირექტორად არ დაარეგისტრირეს.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საპატრიარქოს ტელეარხ „ერთსულოვნების“ ახალი დირექტორის, დეკანოზ მიქაელ ფოფხაძის რეგისტრაცია შეაჩერა, ნათქვამია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

დეკანოზი ფოფხაძე „ერთსულოვნების“ დირექტორად მას შემდეგ დანიშნეს, რაც 9 მარტს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ამ თანამდებობიდან ჭყონდიდელი ეპისკოპისის, პეტრე ცაავას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

საპატრიარქოს შესასვლელი - Sputnik საქართველო
საპატრიარქოს ტელევიზიაში ახალი დირექტორი დაინიშნა

დეკანოზის რეგისტრაციის პროცესი 30 დღით შეაჩერეს, რადგან წარდგენილი დოკუმენტაცია კანონს არ შეესაბამება. კერძოდ, მიქაელ ფოფხაძის დანიშვნა შესაბამისად არ იყო დაამოწმებული და რეესტრში არ წარადგინეს კონტრაქტი ახალ დირექტორთან, აღნიშნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

რაც შეეხება მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, წმინდა სინოდმა მის მიერ მასმედიაში გაკეთებულ განცხადებებს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილი ეთიკური და  კანონიკური ნორმების დარღვევა უწოდა და საყვედური გამოუცხადა მიტროპოლიტს.

მიტროპოლიტმა ცაავამ თავის საჯარო გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა საპატრიარქოში განხეთქილებისა და პატრიარქის სავარძლისთვის ბრძოლის შესახებ. ეს განცხადებები მან დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ გააკეთა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის მდივან–რეფერენტისმ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. ცაავა მამალაძეს ღიად იცავდა და თეთრუაშვილს პირდაპირ დასდო ბრალი მამალაძის საქმის „მოწყობაში“.


ყველა ახალი ამბავი
0