საპატრიარქოს ტელევიზიაში ახალი დირექტორი დაინიშნა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრიარქოს შესასვლელი
საპატრიარქოს შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელევიზია „ერთსულოვნებაში“ ხუთშაბათს გათავისუფლებული ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ნაცვლად ახალი დირექტორი დაინიშნა.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ახალ დირექტორად დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე. 

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლეს

ტელევიზიის ყოფილი დირექტორი  ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) დაკავებული თანამდებობიდან 9 მარტს გამართული  წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შედეგად გათავისუფლდა. 

„10 მარტიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) განთავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან. აღნიშნული ტელევიზიის ხელმძღვანელად დაინიშნა ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე“, — აღნიშნულია ინფორმაციაში. 

წმინდა სინოდმა პეტრე ცაავას მიერ მასმედიაში გაკეთებულ განცხადებებს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილი ეთიკური და  კანონიკური ნორმების დარღვევა უწოდა და საყვედური გამოუცხადა მიტროპოლიტს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0