საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ჯიხურების კლიენტების უფლებებს იცავს

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გადამცვლელი ერთ–ერთი პუნქტი თბილისში
ვალუტის გადამცვლელი ერთ–ერთი პუნქტი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკი ავალდებულებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, განათავსონ ტაბლო ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ზუსტი კურსის მითითებით, ასევე აუწყონ კლიენტებს საკომისიოს შესახებ.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო ვალუტის გაცვლის 32 პუნქტი დახურა, აღნიშნულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის Facebook–გვერდზე.

ბოლო დროს საქართველოს მოქალაქეები ხშირად ჩივიან, რომ ვალუტის გაცვლის პუნქტები ტაბლოზე არასწორ კურსსა და საკომისიოს პროცენტს უთითებენ.

„პუნქტები ვალდებულნი არიან მკაცრად დადგენილი სტანდარტის მიხედვით განათავსონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფა. ასევე, მომხმარებელს მკაფიოდ და სრულად აუხსნან ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს შესახებ და გადასცენ ოპერაციის ამსახველი დოკუმენტი. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესების დარღვევის გამო 2017 წლის იანვრიდან დღემდე უკვე 32 ჯიხური გაუქმდა“, – დაწერა გვენეტაძემ.

ლარი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს

მისი თქმით, ამჟამად საქართველოში ათასამდე ვალუტის გაცვლის პუნქტია და მათი გაკონტროლება რთულია.

„ჩვენ, ერთი მხრივ, ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ მოხმარებელთა უფლებების დასაცავად, თუმცა, მეორე მხრივ, ვფრთხილობთ კიდეც, რათა ზედმეტად მკაცრი პირობებით არ გავაჩინოთ ამ სფეროს შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკი“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

ამასთან გვენეტაძემ მოსახლეობას მოუწოდა, ვალუტის გაცვლის პუნქტებში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ საქართველოს ეროვნულ ბანკს ელექტრონულ მისამართზე cp@nbg.gov.ge.


ყველა ახალი ამბავი
0