ოზურგეთის რაიონში „ლიბერთი ბანკი“ გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანკის ფილიალიდან მოპარულია ბანკის ერთადერთი კომპიუტერი.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik.  ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში „ლიბერთი ბანკის“ სერვის–ცენტრი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პოლიცია - Sputnik საქართველო
„ლიბერთი ბანკს“ დღეს ორჯერ დაესხნენ თავს

შემთხვევა გუშინ მოხდა. ბანკის სერვის–ცენტრი, რომელიც გაქურდეს, სოფლის გამგეობის შენობაში მდებარეობს.  

მოპარულია ფილიალის ერთადერთი კომპიუტერი. თანხა, რომელიც სეიფში ინახებოდა, მძარცველებს, სავარაუდოდ, არ წაუღიათ. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0