„ლიბერთი ბანკს“ დღეს ორჯერ დაესხნენ თავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანკის ფილიალი ცოტნე დადიანის ქუჩაზე ადრეც დააყაჩაღეს. გარდა ამისა, „ლიბერთი ბანკს“ დილით გლდანში დაესხნენ თავს.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. „ლიბერთი ბანკი“ თბილისში დღეს უკვე მეორედ დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ამჯერად ბოროტმოქმედი ცოტნე დადიანის გამზირზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა. არავინ დაშავებულა. თავდამსხმელის მიერ წაღებული თანხის რაოდენობა დადგენილი არ არის. ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ეს ბანკის ამ ფილიალის დაყაჩაღების პირველი შემთხვევა არ არის.

პატრულის ავტომობილი - Sputnik საქართველო
თბილისში „ლიბერთი ბანკზე“ თავდასხმა მოხდა, დაჭრილია პოლიციელი

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის მუხლით „ყაჩაღობა, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ხუთშაბათს დილით გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალს დაესხნენ თავს. ყაჩაღური თავდასხმის აღკვეთისას პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. ანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პოლიციის გამოძახება მოასწრო. თავდამსხმელმა ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მისამართით ცეცხლი გახსნა და მიიმალა.

ამჟამად პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დაკავშირებულია თუ არა ეს შემთხვევები ერთმანეთთან, ამის თაობაზე პოლიცია ჯერჯერობით ვერაფერს აცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0