თბილისში „ლიბერთი ბანკზე“ თავდასხმა მოხდა, დაჭრილია პოლიციელი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპატრულის ავტომობილი
პატრულის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პოლიციის გამოძახება მოასწრო.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის აღკვეთისას პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა, აცნობეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
თბილისში ორი ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულები დააპატიმრეს

ყაჩაღური თავდასხმა ხუთშაბათს, დილით მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის შენობაში შეიჭრა და ფული მოითხოვა. ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პოლიციის გამოძახება მოასწრო. თავდამსხმელმა ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მისამართით ცეცხლი გახსნა და მიიმალა.

ამჟამად პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დამნაშავის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის მუხლით „ყაჩაღობა“, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0