თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ვაზისუბანში მდებარე სავაჭრო ცენტრში არსებული „საქართველოს ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებზე თვდასხმაში ბრალდებულები საპართალდამცავებმა დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.
ქურდობის ფაქტი 17 სექტემბერს მოხდა. ბრალდებულებმა, რომლებსაც სახე ნიღბით ჰქონდათ დაფარული და შეიარაღებულები იყვნენ, ფილიალებში შეიჭრნენ და დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს. გარდა ამისა, მათ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი ავტომობილი „ჰონდა ფიტი“ გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ერთი ბრალდებული „სადახლოს“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს, მეორის დაკავება კი სოფელ შაუმიანში მოხდა.
გატაცებული ავტომობილი და თანხის ნაწილი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).