თბილისში ერთდროულად ორი ბანკი გაძარცვეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის გამოძიება
პოლიციის გამოძიება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეიარაღებული მძარცველები ჯერ „საქართველოს ბანკის“, შემდეგ კი „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში შეიჭრნენ.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ნიღბიანი პირები, რომლებიც ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები, ვაზისუბნის სავაჭრო ცენტრში  განთავსებული ორი კომერციული ბანკის ფილიალები გაძარცვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში ბანკი გაძარცვეს

მძარცველები თავდაპირველად  „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრნენ და ავტომატების მუქარით წაიღეს ფული. ამის შემდეგ ისინი „ლიბერთი ბანკის“ ფილიალას დაესხნენ თავს და ისიც იარაღის მუქარით გაძარცვეს.

„დერეფანში შემოცვივდნენ ავტომატიანები. სახეზე ნიღბები ეკეთათ და რამდენჯერმე გაისროლეს კიდეც.  მე „საქართველლოს ბანკის“ სალაროსთან ვიდექი. ავტომატიანი მოვარდა, ბანკის თანამშრომელს იარაღი დაუმიზნა და უყვირა, ჩქარა ფულიო. გოგონამ ამოიღო და ფული თეთრი ტომრით მიაწოდა. მერე ყველანი იატაკზე ვიწექით და მეტი არაფერი დამინახავს. ისმოდა სროლის ხმაც“, — განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.   

როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად არ არიან დაშავებულები.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ყველა ახალი ამბავი
0