გაეროში აცხადებენ, რომ 1945 წლის შემდეგ უმსხვილესი ჰუმანიტარული კრიზისია

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდროშა ნიუ–იორკში, გაეროს შტაბ–ბინასთან
დროშა ნიუ–იორკში, გაეროს შტაბ–ბინასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
იემენში, სამხრეთ სუდანში, სომალისა და კენიაში 20 მიიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. მსოფლიოში 1945 წლის შემდეგ უმსხვილესი ჰუმანიტარული კრიზისია – იემენში, სამხრეთ სუდანში, სომალისა და კენიაში 20 მიიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს, განაცხადა ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს განყოფილების ხელმძღვანელმა სტივენ ო’ბრაიანმა.

სამხედროები - Sputnik საქართველო
გაერო ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების აქტივიზაციის საფრთხეს ხედავს

„ისტორიის კრიტიკულ ეტაპზე ვიმყოფებით. უკვე წლის დასაწყისში გაეროს შექმნის (1945) შემდეგ უმსხვილეს ჰუმანიტარულ კრიზისს წავაწყდით. ამჟამად ოთხ ქვეყანაში შიმშილი 20 მილიონზე მეტ ადამიანს ემუქრება. კოლექტიური და კოორდინირებული გლობალური ძალისხმევის გარეშე ადამიანები უბრალოდ შიმშილისგან დაიხოცებიან. მრავალი სხვა – ავადმყოფობისგან“, – აღნიშნულია გაეროს ვებ–გვერდზე განთავსებულ ო’ბრაიანის განცხადებაში.

მან აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო ინგრევა საზოგადოებები, ჩერდება ქვეყნების განვითარება და შეიძლება მიგრაციის ტალღა დაიწყოს.

„მრავალი ადამიანი დაიწყებს გადაადგილებას გადარჩენის ძებნაში და ისინი მთელ რეგიონებში უფრო და უფრო მეტ არასტაბილურობას შექმნიან“, – აღნიშნა ო’ბრაიანმა.

კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, მისი განცხადებით, აუცილებელია რაც შეიძლება მალე ზემოაღნიშნული ქვეყნების ფინანსური დახმარება – მინიმუმ 4,4 მილიარდი აშშ დოლარის შეგროვება ივლისისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0