აშშ-ს საელჩომ დაღუპული ქართველი პოლიციელი ქალის სახელობის ორდენი დააწესა

© FB/ საქართველოს სამინისტროაშშ-ს საელჩომ დაღუპული ქართველი პოლიციელი ქალის სახელობის ორდენი დააწესა
აშშ-ს საელჩომ დაღუპული ქართველი პოლიციელი ქალის სახელობის ორდენი დააწესა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ საქართველოში ყოველი წლის მარტში იმართება და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik.  თბილისში გამართულმა ყოველწლიურმა საერთაშორისო კონფერენციამ „ქალები პოლიციაში“ მუშაობა დაასრულა, ნათქვამია შს-სამინისტროს ვებ-გვერდზე.

კონფერენცია საქართველოს შსს-სა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებაში 18 ქვეყნის 300-მდე პოლიციელი ქალი მონაწილეობდა. 

საპატიო ყარაული - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი დაღუპული პოლიციელების დაკრძალვას დაესწრო

კონფერენციის ფარგლებში წელს, პირველად, აშშ-ს საელჩომ დააწესა კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის — მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი.

თელავში 30 დეკემბერს პოლიციის კაპიტანს გელა ლამაზოშვილსა და ინსპექტორ მაია ჯავახიშვილს სანადირო თოფით პოლიციის შენობის ეზოში 19 წლის თელაველმა ესროლა. ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, მაია ჯავახიშვილი კი — ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ. სავარაუდო მკვლელი დაკავებულია.

პირველი ორდენები ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს — მაია ფელიშვილს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ ამერიკელ პოლიციელს — კორტნი გეილს გადაეცათ. ღონისძიებას გარდაცვლილი ქართველი პოლიციელის და — თინათინ ჯავახიშვილიც ესწრებოდა. ამერიკელ პოლიციელ ქალს მან ორდენი პირადად გადასცა.

ოთხდღიან კონფერენციაზე, ქალ-სამართალდამცველებს სამართლებრივი სფეროს სხვადასხვა თემაზე ტრენინგები ჩაუტარდათ. 

კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ საქართველოში ყოველი წლის მარტში იმართება და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.


ყველა ახალი ამბავი
0