თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თელავში დაღუპული პოლიციელების დაკრძალვას დაესწრო, აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ სამშაბათს, 5 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
დაკრძალვას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.
პოლიციის კაპიტანს გელა ლამაზოშვილსა და ინსპექტორ მაია ჯავახიშვილს 30 დეკემბერს სანადირო თოფით პოლიციის შენობის ეზოში 19 წლის თელაველმა ესროლა. ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, მაია ჯავახიშვილი კი — ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ. სავარაუდო მკვლელი დაკავებულია.