ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები დიდი ოდენობით კონიაკის ,,Hennessy X.O”-ს რეალიზაციისას დააკავეს, რაც საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ახდენდნენ მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას, რითაც თავს არიდებდნენ კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. 

ბრალდებულები მიმდინარე წლის 9 მარტს  დაკავებულ იქნენ დიდი ოდენობით კონიაკი,,Hennessy X.O”-ს რეალიზაციისას, რაც საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ“,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0