საქართველოში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოწერა
გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები გაასაღა.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

50-იანი და 100-ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მდებარე სავალუტო ჯიხურებში მოტყუებით გაასაღა 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით — „ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება“, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0