სამართალდამცველებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringer50-იანი და 100-ლარიანი კუპიურები
50-იანი და 100-ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები საქართველოში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ყალბ ფულს ასაღებდნენ.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ყალბი ფულის გასაღებისთვის სამი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ახალი მოდიფიკაციის 50-ლარიან და ძველი მოდიფიკაციის 100-ლარიან ყალბ ბანკნოტებს ასაღებდნენ.

ყალბი კუპიურები სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0