საქართველოში ყალბი ფულის გასაღებისთვის სამი პირი დააკავეს

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა 16 700 ყალბი აშშ დოლარი გაასაღეს. ყალბი კუპიურები სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი 16 700 აშშ დოლარი სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებზე გაასაღეს. 

ყალბი კუპიურები სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის („ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება“) მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0