თბილისი, 10 მატრი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს ტარიფის გაზრდას ბუნებრივ აირზე, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია საკითხს განიხილავს.
სემეკმა მარტში დაიწყო გაზის ტარიფების გადახედვა. საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივლისში იქნება მიღებული.
„ბუნებრივი აირის იმპორტირება მთლიანად მეზობელი ქვეყნებიდან ხდება. მისი საფასური უცხოურ ვალუტაში გადაიხდება, ხოლო მოსახლეობას მიეყიდება ეროვნულ ვალუტაში. ასე რომ არის იმის შესაძლებლობა, რომ ტარიფი გაიზარდოს. მაგრამ მოვიცადოთ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სემეკი“, — განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.
ამ დროისათვის თბილისში ბუნებრივი აირის საფასური 1 მ/კუბ. 45,62 თეთრია, ხოლო რეგიონებში 40-დან 50 თეთრამდე.
დოლარის მიმდინარე კურსია — 2, 4767 ₾/$. გაზის ტარიფების გადახედვა ბოლოს 2005 წელს მოხდა.