კალაძე: გაზის ტარიფის მატების შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე

© photo: Sputnik / Натия Цирекидзеკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზის ტარიფის გაზრდის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
კალაძე: გაზის ტარიფის მატების შემთხვეაში შეიძლება ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე

„იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე, შეიძლება ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტროენერგიის ნაწილში გვაქვს“, — განუცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

ამჟამად თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 45,62 თეთრს შეადგენს, ხოლო რეგიონებში — 40-დან 50 თეთრამდე. მიმდინარე კურსია: 1 აშშ დოლარი — 2,48 ლარი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით „ყაზტრანსგაზმა“, SOCAR Georgia Gas-მა და „საქორგაზმა“ მიმართეს.

ყველა ახალი ამბავი
0