დიპლომატები თხილამურებზე დადგებიან: საქართველოში უჩვეულო შეჯიბრება ჩატარდება

© Photo: courtesy of VN Productionმოთხილამურეები
მოთხილამურეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები გუდაურში სამთო-სათხილამურო სპორტის შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და სამთო კურორტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 11 მარტს გუდაურში პირველად გაიმართება სამთო-სათხილამურო სპორტში  დიპლომატიური შეჯიბრება #dipski2017. 

გუდაური - Sputnik საქართველო
ქართველმა სამართალდამცავებმა სამთო-სათხილამურო სწავლების კურსი გაიარეს

ღონისძიების მიზანია — საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია. ორგანიზატორებს გაზაფხულის სეზონზე (#springskiGeo) ქვეყნის ზამთრის კურორტების მიმართ ტურისტების ინტერესის ამაღლება სურთ.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან, მათ გადაეცემათ თასები, რომლებიც სპეციალურად ტურნირისთვის დამზადდა.

ტურნირის ჩასატარებლად საგანგებოდ სამთო-სათხილამურო ტრასა მოეწყო. 

© სტანისლავ კოზლიაკოვსკი, Sputnik-georgiaსაქართველოს ზამთრის კურორტები
საქართველოს ზამთრის კურორტები - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები


ყველა ახალი ამბავი
0