„შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“ — ახალი პროექტი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის #1 გიმნაზია
თბილისის #1 გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი მარტში დაიწყება და პირველ ეტაპზე მასში ხუთი ჯგუფი ჩაერთვება, რომლებიც ხუთი სკოლიდან შერჩეული მოსწავლეებისა და ხუთი ბაკალავრისგან იქნება შემდგარი.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია იწყებენ ერთობლივ პროექტს — „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“. 

პროექტის მიზანია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კვლევის უნარების, კრიტიკული აზროვნების, წყაროზე მუშაობის სპეფიციკური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს შსს-ს არქივში დაცული მასალების პოპულარიზაციას.

პროექტი მარტში დაიწყება და პირველ ეტაპზე მასში ხუთი ჯგუფი ჩაერთვება, რომლებიც ხუთი სკოლიდან შერჩეული მოსწავლეებისა და ხუთი ბაკალავრისგან იქნება შედგენილი.

ცოცხალი წიგნები - Sputnik საქართველო
თბილისის სკოლებში პროექტი „ცოცხალი წიგნები“ დაიწყო

ჯგუფებს საარქივო მასალებთან მოუწევთ მუშაობა, რისთვისაც ყოველ ჯგუფს თანაბარი პირობები შეექმნება. სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასკვნით ეტაპზე ჯგუფებმა სამეცნიერო ნაშრომი უნდა წარმოადგინონ, რომელთაგან გამარჯვებულს სპეციალური კომისია გამოავლენს.

აღნიშნული კომისია შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შსს-ს აკადემიის, შსს-ს არქივის წარმომადგენლებისგან, ასევე  ისტორიის სპეციალისტისა და დამოუკიდებელი ექსპერტისგან დაკომპლექტდება.

გამარჯვებული ნაშრომი დაიბეჭდება შსს-ს არქივის ჟურნალში „საარქივო მოამბე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ასევე გადაიღებს 5-10-წუთიან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც პროექტის მიმდინარეობას ასახავს.

პროექტის „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“ პრეზენტაცია განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გამართეს.

ყველა ახალი ამბავი
0