პროექტი „მემეგობრე“, რომლის მიზანია საზოგადოებაში დისკრიმინაციის ფაქტების აღმოფხვრა

© FB / Академия социального развития "მემეგობრე" - ახალი სოციალური პროექტი საქართველოში
მემეგობრე - ახალი სოციალური პროექტი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი იმ ადამიანების მხარდასაჭერად ხორციელდება, ვინც საზოგადოებაში სხვადასხვა ნიშნით არიან დისკრედიტირებული.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური განვითარების აკადემია“ საქველმოქმედო ხასიათის პროექტს „მემეგობრე“ ახორციელებს, რომელიც  შშმ პირების, ასევე სხვა ნიშნით დისკრედიტირებული ადამიანების თანადგომას ისახავს მიზნად.

სოციალური სახლი ქუთაისში - Sputnik საქართველო
ქუთაისში უსახლკაროთათვის სოციალური სახლი ააშენეს

„თუ ფიქრობთ, რომ ადამიანების დისკრიმინაცია, მათი საზოგადოებისგან გარიყვა, არანაირი ნიშნით არ უნდა ხდებოდეს, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ერთმანეთის ისეთებად მიღება, როგორებიც ვართ, ერთმანეთის დახმარება და მეგობრობა —მაშინ შემოგვიერთდი, გადაიღე ფოტო წარწერით მემეგობრე, დადეთ საკუთარ თაიმლაინზე, საჯარო პოსტად, ჰეშთეგით #მემეგობრე და დაელოდეთ, რას შემოგთავაზებთ სულ მალე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტი საქველმოქმედო ხასიათისაა და მისი მიზანია საზოგადოებაში დისკრიმინაციის ფაქტების აღმოფხვრა. პროექტის ავტორები გეგმავენ, რომ ის ყოველწლიური გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0