ქუთაისში უსახლკაროთათვის სოციალური სახლი ააშენეს

© press-service of Kutaisi city hallსოციალური სახლი ქუთაისში
სოციალური სახლი ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსახლკაროთა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქუთაისში მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკაროთათვის ოთხსართულიანი სოციალური სახლი აშენდა, ამის შესახებ ქუთაისის მერია იტყობინება. 

სოციალური საცხოვრისის მშენებლობისათვის, ადილობრივი ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 

ქუთაისის მერიაში 6 მარტიდან დაიწყო უსახლკაროთა განცხადებების მიღება სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების მსურველთათვის. მათ განაცხადებს სპეციალური კომისია განიხილავს, რის შემდეგაც 48 ოჯახს საშუალება ექნება ახალ შენობაში შესახლდეს.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
სოციალურად დაუცველი ოჯახები თბილისის მერიისგან დახმარებას ითხოვენ
 

განაცხადის შევსებისას მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაბადების მოწმობა, რეგისტრაციის მოწმობა, სოციალური ქულა და ასევე ოჯახის წევრების საბუთები.

თბილისში 240 ადამიანზე გათვლილი უსახლკაროთა თავშესაფარი 2015 წელს გაიხსნა. 


ყველა ახალი ამბავი
0