სოციალურად დაუცველი ოჯახები თბილისის მერიისგან დახმარებას ითხოვენ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე ოთხი წელია ოჯახები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ, ცხოვრობენ შენობაში, სადაც არც კანალიზაციაა და არც ელექტრობა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიასთან სოციალურად დაუცველი ოჯახების საპროტესტო აქცია მოეწყო. ისინი მოითხოვენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შენობაში, რომელიც ადრე კარგიოლოგიურ ინსტიტუტს ეკუთვნოდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“. 

აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან საკანალიზაციო და ელექტროენერგიის სისტემის გაყვანას მოითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ რაიონის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, ამას რეაგირება არ მოჰყოლია. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას — შიმშილობას მიმართავენ.

„დაგვპირდნენ, რომ ელექტროენერგიას გაგვიყვანდნენ, სანიტარული ნორმები დაცული იქნებოდა, საკანალიზაციო სისტემა არ გვაქვს. და ბავშვებიცა და უფროსებიც უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ“, — განაცხადა აქციის მონაწილე ნინო ჟანაძემ.

სანზონაში მდებარე შენობაში უკვე ოთხი წელია, ცხოვრობენ ოჯახები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო საცხოვრებელი ბინები დაკარგეს.

ყველა ახალი ამბავი
0