ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა და ორი პოლიციელი დაშავდა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულთან, ოთხშაბათს საღამოს, კახეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი მოსახვევში შემხვედრ სამარშრუტო ტაქსის და საპატრულო პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. 

ავარიის შედეგად სამარშუტო ტაქსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული პოლიციელები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

თვითმხილველთა თქმით, რუსეთის ნომრებით მოძრავმა ტრაილერის მძღოლმა მკვეთრ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია, — იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი

112 - Sputnik საქართველო
ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, ჩადენილს არაფხიზელ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 

ყველა ახალი ამბავი
0