თბილისი, 4 დეკემბერი— Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურში 9 წლის ბავშვი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
წინასწარი ინფორმაციით, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცი ფეხით მიმავალ და-ძმას დაეჯახა. გოგონა ადგილზე დაიღუპა, ძმა არ დაშავდა.
მძღოლი პოლიციამ დააკავა, რომელიც ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით (მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა), რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.