საქართველოსთან ვიზების გაუქმება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში შევიდა

© photo: Sputnik / Stringerქართული პასპორტი
ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ შეძლებენ ყოფნას.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. რეგულაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას გულისხმობს, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. 

ეს უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ბოლო დეტალია. რეგულაცია გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ შეძლებენ ყოფნას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
პრემიერი: ევროკავშირი საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს ასრულებს

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წარადგინა მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა. 2017 წლის 27 თებერვალს ევროპის კავშირის საბჭომ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრების დონეზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მას ხელი მოაწერეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, ასევე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის (მალტა) წარმომადგენელმა. 

ყველა ახალი ამბავი
0