კანადაში ონკანებში მუქი ვარდისფერი წყალი წამოვიდა

© photo: Sputnik / საიდ ცარნაევი / გადასვლა მედიაბანკშიონკანის წყალი
ონკანის წყალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის ადმინისტრაციამ მოსახლეობას აუწყა, რომ კალიუმის პერმანგანატი სასმელი წყლის მილებში სარქველის დაზიანების გამო მოხვდა.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. კანადის ქალაქ ონოუეის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მათ ონკანებში მუქი ვარდისფერი წყალი წამოვიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელერადიოკორპორაცია BBC-ზე დაყრდნობით.

ონოუეის მერის ალბერტ დეილ კრასნოუს თქმით, ონკანის წყალი ვარდისფრად კალიუმის პერმანგანატის („მარგანცოვკა“) „გვერდითი მოვლენის“ გამო შეიღება, რომელსაც წყლის გასაწმენდად იყენებენ.

ონკანი აბაზანაში - Sputnik საქართველო
საქართველოს სამ ქალაქში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების განახლება იგეგმება

ქალაქის ადმინისტრაციამ მოსახლეობას აუწყა, რომ კალიუმის პერმანგანატი სასმელი წყლის მილებში მას შემდეგ მოხვდა, რაც წყლის გაწმენდითი სამუშაოებისას ერთ-ერთი სარქველი დაზიანდა.

„მარგანცოვკა“ ხშირად გამოიყენება წყლიდან რკინისა და გოგირდწყალბადის გამოსადევნად.

კრასნოუს თქმით, ვარდისფერი წყალი ადმიანისთვის სახიფათო არ არის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კალიუმის პერმარგანატს შეუძლია კანის ქავილი გამოიწვიოს, თუმცა ქალაქის მცხოვრებთაგან ჯერჯერობით არავის შექმნია პრობლემა.

ყველა ახალი ამბავი
0