საქართველოს სამ ქალაქში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების განახლება იგეგმება

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიონკანი აბაზანაში
ონკანი აბაზანაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში ქალაქის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პროექტებს დააფინანსებს და შვიდი ტურისტული ცენტრის წყალმომარაგების სისტემის აღსადგენად, ნახევარ მილიარდ დოლარს გამოჰყოფს.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მარნეულში, ბოლნისსა და ჭიათურაში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტის ღირებულება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, 99 მილიონ დოლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა  „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა — პროექტი 6-ის “ ფარგლებში განხორციელდება.

პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელთანაც აზიის განვითარების ბანკმა საპროექტო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. პროექტის განხორციელება 2017 წელს დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება. 

ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო
ზუგდიდს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოში 2011-2019 წლებში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წელს ხელი მოეწერა „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას (FFA) 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხზე. 

პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული).

 FFA-ის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს ხუთი პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 401 მლნ აშშ დოლარია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0